ჩვენი ასოციაციის ისტორია

საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაცია დაფუძნდა 2018 წელს  ინტერვენციული კარდიოლოგების მიერ (იხ. ქვევით);

შალვა რცხილაძე
ზვიად კერესელიძე
ზურაბ ლელაძე
ალექსანდრე ჩხოლარია
გოჩა აფხაძე  
იური ფხაკაძე
ლაშა ჩანტლაძე
იოსებ სიხარულიძე
ზურაბ ბუგულიშვილი
აკაკი არჩვაძე

ასოციაციის მართვის ორგანოები

ასოციაციის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს ასოციაციის დამფუძნებელთა/წევრთა საერთო კრება.

ასოციაციის საქმიანობის წარმართვისა და ორგანიზებისათვის ასოციაციის დამფუძნებელთა საერთო კრების მიერ აირჩევა გამგეობა 9 (ცხრა) წევრის შემადგენლობით. გამგეობა ორგანიზებას უწევს გადაწყვეტილებათა შესრულებას და წყვეტს ასოციაციის საქმიანობიდან გამომდინარე ყველა საკითხს, რაც არ შედის დამფუძნებელთა საერთო კრების კომპეტენციაში

ასოციაციის ხელმძღვანელობა ხორციელდება გამგეობის მიერ, რომელიც აირჩევა დამფუძნებელთა საერთო კრების მიერ 4 (ოთხი) წლის ვადით.

გამგეობა შედგება 9 წევრისგან:

ზვიად კერესელიძე(თავჯდომარე)
ინგა ბოჭორიშვილი (გენ. მდივანი)
შალვა რცხილაძე
ირაკლი გოგორიშვილი
იოსებ სიხარულიძე
ალექსანდრე ჩხოლარია
ირაკლი ხაფავა
ივანე ხოჭოლავა 
არჩილ ჩუხრუკიძე 

ასოციაციის მიზნები

ასოციაცია:

  • ხელს უწყობს და შეძლებისდაგვარად მატერიალურად ეხმარება კადრების პროფესიულ მომზადებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში;
  • ხელს უწყობს ინტერვენციული კარდიოლოგიის საქმეში არსებულ უახლეს გამოცდილებათა და მეცნიერულ მონაპოვართა პრაქტიკაში დანერგვის დაჩქარებას;
  • აწარმოებს სამეცნიერო, მეთოდური, პერიოდული და სახელმძღვანელო ლიტერატურის გამოცემას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ახდენს გამოცდილების გაზიარებას და ინფორმაციის გაცვლას სახელმწიფოებრივ ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მომიჯნავე ასოციაციებთან, როგორც ჩვენს ქვეყანაში ისე საზღვარგარეთ;
  • ატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს და დისკუსიებს;
  • საზოგადოება უფლებამოსილია გააგზავნოს სპეციალისტები საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

რატომ უნდა გახდე წევრი...

ვენ წარმოგიდგენთ ასოციაციას, რომელშიც გაწევრიანებულები არიან:
  1. კარდიოლოგები, ინტერვენციული კარდიოლოგები
  2. კარდიოლოგები, რომლებიც გადიან სარეზიდენტო პროგრამას ინტერვენციულ კარდიოლოგიაში
სოციაცია უზრუნველყოფს ახალგაზრდა კარდიოლოგების საგანმანათლებლო სწავლა/ტრეინინგის ორგანიზებას, საკონკურსო ტესტირებას და სხვადასხვა გრანტის გამოყოფას:
  1. საერთაშორისო კონფერენციებზე დასწრების დაფინანსებას     
  2. გაცვლითი პროგრამების დაფინანსებას
  3. სხვადასხვა ონლაინ რესურსებზე წვდომის დაფინანსება
აწევრო თანხის საბოლოო დანიშნულება:
  1. საგანმანათლებლო პროექტები
  2. უწყვეტი პროფესიული განვითარების კურსები *(უპგ)
  3. ყოველწლიური კონგრესის ორგანიზება
  4. ახალგაზრდა ინტერვენციული კარდიოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავება