დაბრუნების პოლიტიკა

  1. ასოციაციის საწევრო თანხის დაბრუნების პოლიტიკა:
    1.1. ასოციაციის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის დაბრუნებას შესაძლებლობა აქვს ყველა
    ინდივიდს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მდგომარეობებს;
    1.1.1. პიროვნებამ შემთხვევით გადაიხადა წლიური საწევრო თანხის ოდენობაზე მეტი,
    1.1.2. პიროვნება არ აკმაყოფილებს ასოციაციის წევრობის მოთხოვნებს,
    1.1.3. პიროვნება ვერ სარგებლობს ასოციაციის ვებ-გვერდზე არსებული ბენეფიტებით,
    1.1.4. პიროვნებას აქვს ვებ-გერდზე შესვლის და სარგებლობის ხარვიზი.
    2. ასოციაციის საწევრო თანხის დაბრუნების წესი:
    2.1. თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ გააგზავნოთ წერილი
    ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე georgiapcr2018@gmail.com, პარალელურად
    დაუკავშირდეთ ასოციაციის თავჯდომარეს ან ასოციაციის გენერალურ მდოვანს *(იხ.
    საკონტაქტი ინფორმაცია ვებ-გვერდზე) და აცნობოთ თანხის დაბრუნების სურვილის და
    მიზეზის შესახებ.
    2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა ასოციაციას აცნობოთ დასაბრუნებელი თანხის
    ოდენობა, დამატებით მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პირადი ნორმის, ტელ. ნომრის,
    გადახდის თარიღის შესახებ.
    2.3. თანხის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს ასოციაციის საწევრო თანხის გადახდიდან 30
    დღის მანძილზე, 2.1. პუნქტში არსებული წესების და საფუძვლიანი მოთხოვნის (იხ.
    პუნქტები: 1.1.1., 1.1.2., 1.1.3., 1.1.4.) გათვალისწინებით.
    2.4. ასოციაციის მხრიდან თანხის დაბრუნების შემთხვევაში საჭიროა თქვენს მიერ
    წარმოდგენილ იქნას დადასტურების წერილი შინაარსით: მოთხოვნილი თანხა,
    დაბრუნებული თანხ, ასევე წერილობით დადასტურება იმის შესახებ, რომ რაიმე სახის
    პრეტენზია ან დავა არ არსებობს.
    3. ანაზღაურების წესი:
    3.1. ასოციაცია აუნაზღაუროს ასოციაციის წევრს, მის მიერ გადახდილი თანხის:
    3.1.1. 100%, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება გადახდის თარიღიდან 30 დღის ვადაში
    განაცხადებს ასოციაციის თანხის დაბრუნების შესახებ *(პუნქტი: 2.1. შესაბამისად) და
    არსებობს შესაბამისი გარემოებები:
    პუნქტი: 1.1.2. პიროვნება არ აკმაყოფილებს ასოციაციის წევრობის მოთხოვნებს,
    პუნქტი: 1.1.3. პიროვნება ვერ სარგებლობს ასოციაციის ვებ-გვერდზე არსებული
    ბენეფიტებით,
    პუნქტი: 1.1.4. პიროვნებას აქვს ვებ-გერდზე შესვლის და სარგებლობის ხარვიზი.

3.1.2. გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელიც აღემატება გადახდის მომენტში
განსაზღვრული საწევროს თანხის ოდენობას, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება გადახდის
თარიღიდან 30 დღის ვადაში განაცხადებს ასოციაციის თანხის დაბრუნების შესახებ
*(პუნქტი: 2.1. შესაბამისად) და არსებობს შესაბამისი გარემოებები:
პუნქტი: 1.1.1. პიროვნებამ შემთხვევით გადაიხადა წლიური საწევრო თანხის
ოდენობაზე მეტი.
3.1.3. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით
მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
3.4. ასოციაცია იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს პიროვნებას კონრეტული მოთხოვნილი
თანხა 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ მოთხოვნილი თანხა არ
შეესაბამება ზემოთ მოყვანილ ასანაზღაურებელ კრიტერიუმებს *(იხ. პუნქტი: 3.1.1., 3.1.2,
3.1.3.)

წესები და პირობები
შესავალი
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და ასოციაციის (ან
www.georgiapcr.ge) შორის დადებულ შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ
www.georgiapcr.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ასოციაცია მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე
წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
georgiapcr.ge-ს გამოყენების შესახებ წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე
ეთანხმებით georgiapcr.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
georgiapcr.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით
georgiapcr.ge-ს თანხის დაბრუნების პოლიტიკას.
georgiapcr.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით
georgiapcr.ge-ზე არსებული ინფორმაციის გამოყენების პოლიტიკას.
ვინაიდან მომხმარებელს აქვთ სურვილი, გახსნან georgiapcr.ge-ს მიერ ოპერირებად
პლატფორმაზე პირადი ანგარიში რათა, შესაბამისად, მომხმარებელმა პლატფორმის
მეშვეობით გადაიხადოს საწევრო თანხა, ხოლო ასოციაციამ შეასრულოს მისი მიზნების და
ამოცანების რეალიზაცია, ასოციაცია და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ
ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნა,
გამოყენება, georgiapcr.ge-ს მიერ მის პლატფორმაზე განთავსებული ყველა ინფორმაციის
ნახვა, გამოყენება, georgiapcr.ge-ს მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის
განახლება (დამატება, შეცვლა, წაშლა) და მომხმარებლისთვის მიწოდება, მომხმარებლის
მიერ საფასურის გადახდა, ასევე ანგარიშის დახურვა.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების
წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს georgiapcr.ge-ს პლატფორმით სარგებლობა,
ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები.

georgiapcr.ge-ის გამგეობა უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-
გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის
შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
1. ტერმინთა განმარტება
1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ
განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან
აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1.1. საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაცია (შემდგომში ასოციაცია) -
ნიშნავს georgiapcr.ge-ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული მისამართი: ნ. ბაშლეიშვილის 20, ბ-3ა,
ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი: 404565332. 1.1.2. ავტორიზაცია - ნიშნავს
მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და
პირობების თანხმობას.
1.1.3. გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და
პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ
წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელისა და ასოციაციის მიერ
პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს
ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-
გვერდზე.
1.1.4. ვებ-გვერდი - ნიშნავს georgiapcr.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების
შეთავაზება.
1.1.5. მომხმარებელი (ასოციაციის წევრი) - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც
აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს
georgiapcr.ge-ს პლატფორმის საშუალებით ჰქონდეს სრული წვდომა ყველა ბენეფიტზე, მათ
შორის საგანმანათლებლო პროგრამებზე.
1.1.6. ანგარიში - ნიშნავს მომხმარებელის ან საკონდიტრო ასოციაციის მიერ ვებ-გვერდზე
რეგისტრირებულ ანგარიშს.
1.1.7. მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს georgiapcr.ge პლატფორმაზე
რეგისტრირებულ მომხმარებელს.
1.1.8. მხარეები - ნიშნავს ასოციაციას და მის მომხმარებლებს.
1.1.9. georgiapcr.ge პლატფორმა - georgiapcr.ge -ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც
ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ასოციაციის ვებ-გვერდს.
1.1.10. ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან
დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
1.1.11. უნივერსალური იდენტიფიკატორები - georgiapcr.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის
მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება
იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს georgiapcr.ge-ს რიგი
დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით.
1.1.12. წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო
კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური

ინფორმაცია, რომელიც georgiapcr.ge-მ შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა
მომსახურებასთან წვდომისათვის;
1.1.13. ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და georgiapcr.ge-ს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2.განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
2.1. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის
უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან
ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული
ვალდებულებები.
2.2. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები.
2.3. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.
2.4. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის
კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის
კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის
უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა
ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).
2.5. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის
მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და
საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
2.6. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული georgiapcr.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე
პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების
დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ georgiapcr.ge-სთვის
წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე
არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული.
2.7. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
2.8. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე,
georgiapcr.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან
მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და
უნივერსალური იდენტიფიკატორები.
2.9. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს georgiapcr.ge-ს ყველა იმ
გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ
განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.
2.10. georgiapcr.ge ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა,
გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების
პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით
გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა
საკმარისი საფუძველია georgiapcr.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით

გათვალისწინებული მოსახურეობებზე (ვებ-გვერდზე არსებული სარგებლები საჭირო
ინფორმაცია...) ცალმხრივი უარის სათქმელად.
2.11. მომხმარებელსა და ასოციაციას შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების
მიღწევისას იდება ხელშეკრულება (შემდგომში „ასოციაციის წევრობის ხელშეკრულება“),
რომლის პირობები დამატებით მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს.
2.12. მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
2.12.1 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად
პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება
საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად,
ექვემდებარება დაცვას.
2.12.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია
ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში.
3.მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
3.1. მომხმარებელის მომსახურებებით სარგებლობის წესი:
3.1.1. georgiapcr.ge-ს მომსახურებით მომხმარებელის მიერ სარგებლობისათვის:
• მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე georgiapcr.ge; • რეგისტრაციისთვის
მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს, ელ.ფოსტას, სამუშაო
ადგილს, სპეციალობას, სუბსპეციალობას და შეყავს ერთჯერადი 4 ციფრიანი კოდი,
რომელიც ეგზავნება მომხმარებელს რეგისტრაციისას მის მიერ მითითებულ ტელეფონის
ნომერზე და/ან ელ. ფოსტის მისამართზე. შემდგომში უთითებს თავის სასურველ
პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ
ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა
მეპატრონისა. • რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი,
რომ ეთანხმება georgiapcr.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების
წესებს და პირობებს. • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ვებ გვერდზე
იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას, საგანმანათლებლო რესურსებს, ყველა სარგებელს,
რომელიც შეიძლება არსებობდეს მოცემუმ დროს • თუ მომხმარებელს უჩნდება
დამატებითი კითხვა georgiapcr.ge-ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო
პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება გამგეობის დავჯდომარეს, ან
გენერალურ მდივანს, ან გააგზავნის მისთვის საიტერესო კითხვებს წერილობით საიტზე
მითითებულ ასოციაციის ელ. ფოსტაზე.
3.1.2. georgiapcr.ge-ს მომსახურებით სარგებლობისთვის:
3.2. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი
ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
3.3. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით
განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და
მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას
გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული

ვალდებულებები. ასოციაცია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის
მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
3.4. მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ
დაუკავშირდეს georgiapcr.ge-ს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ
მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი
ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა
მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან
სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს
შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის
პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
3.5. პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის
მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი
ვალდებულია დაიცვას georgiapcr.ge-ს ინტერესები და აუნაზღაუროს georgiapcr.ge-ს ყველა
ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით
გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად.
3.6. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული
ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. georgiapcr.ge არ იქნება პასუხისმგებელი
მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ
ზიანზე. georgiapcr.ge უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან
ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების
წარმოდგენა;
4.იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური
იდენტიფიკატორები
4.1. მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის
განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ
ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია.
4.2. პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის
განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ
განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე,
georgiapcr.ge -ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის
სხვა არხის საშუალებით. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას
მომხმარებლის სურვილისამებრ.
4.3. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს
ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების
წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის
არსებობის შემთხვევაში).
4.4. მომხმარებლის პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი.
4.5. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის
მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური
მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და
პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური
მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის

განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული
(სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით.
ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების
არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული
იდენტიფიკაციის სისტემაში.
4.6. მომხმარებლის სპეციალობა - მომხმარებელმა უნდა დააფიქსიროს ძირითადი
სპეციალობა, მაგალითად; კარდიოლოგი, ან თერაპევტი, ან ოჯახის ექიმი, ან კარდიოქირურგი
ან სხვა.
4.7. მომხმარებლის სუბ-სპეციალობა - მომხმარებელმა უნდა დააფიქსიროს მისი სუბ-
სპეციალობა ასეთის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად; ინტერვენციული კარდიოლოგი, ან
სხვა..
4.8. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის ასოციაციამ
შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის
იდენტიფიკატორები.
5. ავტორიზაცია
5.1. ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით
მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
5.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების
საშუალებით.
6. georgiapcr.ge-სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება
6.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც
მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
6.2. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის ასოციაცია/georgiapcr.ge.
6.3. საკრედიტო ბარათით გადახდის განხორციელებისას georgiapcr.ge-ს მიერ დაუყოვნებლივ
ეძლევა მომხმარებელს წვდომა ვებ-გვერძე განთავსებულ ყველა საჭირო ინფორმაციაზე და
საგანმანათლებლო რესურსებზე.
6.4. georgiapcr.ge მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი
პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს ტექნიკური სპეციალისტთა გუნდის
მეშვეობთ.
6.5. მომხმარებელი georgiapcr.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი
მეთოდებით:
• VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე https.georgiapcr.ge
• გადარიცხვით: ასოციაციის საბანკო ანგარიშზე.
7. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
7.1. georgiapcr.ge უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე
გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება,
ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და
პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის
შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.

7.2. იმ შემთხვევაში, თუ georgiapcr.ge საფუძვლიანი მიზეზით დახურავს ანგარიშს ან
შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი
სახელით შექმნას ახალი ანგარიში.
7.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს georgiapcr.ge
პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული
კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
8. georgiapcr.ge-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა ასოციაციის
ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და
რისკით.
8.2 ასოციაცია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას
წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
8.3 ასოციაცია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე
გაუფრთხილებობით ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც
წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ
მომსახურების გამოყენებასთან.
8.4 ასოციაცია არ არის პასუხისმგებელი თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის
გამოყენებასთან. ასოციაცია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის
ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებ-გვერდიდან ან მისი
მომსახურებიდან.
8.5 თქვენ ადასტურებთ, რომ ასოციაცია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის
წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
8.6. ასოციაცია პასუხისმგებელია:
8.6.1. პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ სისწორეზე და ინფორმაციის
კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
8.7. ასოციაცია არ აგებს პასუხს:
8.7.1. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით
გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
8.8. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს
წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ
პასუხისმგებლობას. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ
პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების
შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი
წესით.
9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
9.1. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლა ხდება ასოციაციის საწევრო თანხის
გადახდის და მომხმარებლის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ხელშეკრულება
ძალაშია ასოციაციის წლიური საწევრო თანხის შეტანიდან 1 (ერთი) წლის ვადით.
9.2. მომხმარებელის მიერ ამ პირობებით ასოციაციის წლიური საწევრო თანხის გადახდა
ხორციელდება georgiapcr.ge-ის საბანკო გვერდიდან ან მის გარეშე ასოციაციის პირად

ანგარიშზე პირდაპირი გადმორიცხვის გზით. საწევრო თანხის გადახდა წარმოადგენს
მომხმარებლის ფულად ვალდებულებას, რომელიც ძალაშია გადახდიდან 1 წლის მანძილზე.
10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
10.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
10.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან
უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.
10.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ
მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში
მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა
საშუალებებს.
11. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
11.1. წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები
განხორციელებულ იქნება georgiapcr.ge-ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი
შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების
შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად
ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა.
12. ერთიანი ხელშეკრულება
12.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან
ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან
დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა
წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე
წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
13. კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
13.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-
გვერდზე - georgiapcr.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ,
რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით
სარგებლობის ყველა პირობას.
14. ასოციაციის წევრობის უფლების შეძენა და მიღების წესი
14.1. მომხმარებელი georgiapcr.ge-ს პლატფორმის ან დისტანციურად ასოციაციის პირად
ანგარიშზე გადარიცხვის საშუალებით შეიძენს ასოციაციის 1 წლიან წევრობის სტატუსს, რაც
მისცემს მას უფლებას სრული წვდომა იქონიოს ვებ-გვერძე არსებულ საგანმანათებლო
რესურსებზე და სხვა ბენეფიტებზე.
14.2. შეძენილი 1 წლიანი სტატუსის შესახებ ინფორმაცია, ვადის გასვლის
გამაფრთხილებელი ინფორმაცია და სხვა საჭირო ინფორმაცია მომხმარებელს ექნება ვებ-
გვერდზე აუტორიზაციის შემდეგ
• მესამე პირის მიერ მომხმარებლის რეგისტრაცია შეუძლებელია.

14.3. საწევრო 1 წლიანი გადასახადი ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით,
georgiapcr.ge-ს პლატფორმის ან დისტანციურად ასოციაციის პირად ანგარიშზე გადარიცხვის
საშუალებით.
14.4. georgiapcr.ge უფლებას იტოვოს ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ
წევრობის სტატუსი, თუ პიროვნება არ შეესაბამება ზემოთ მითითებულ ასოციაციის
წევრობის კრიტერიუმებს.
15. დაბრუნების პოლიტიკა
15.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ თანხის დაბრუნების პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე
- georgiapcr.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ
გაეცანით და ეთანხმებით დაბრუნების პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის
ყველა პირობას.
16. გარდამავალი დებულებები
16.1. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია georgiapcr.ge-ს მიაწოდოს
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი
დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც georgiapcr.ge მოითხოვს ან განსაზღვრულია
საქართველოს კანონმდებლობით.
16.2. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა
გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ
იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების
ნამდვილობაზე.
16.3. georgiapcr.ge უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში
და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს georgiapcr.ge-ს საინფორმაციო
საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, georgiapcr.ge-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა
არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
16.4. მომხმარებელი, georgiapcr.ge -სთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის
უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან
ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
16.5. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები
იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის
მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.