წესები და პირობები

  1. ასოციაციის წევრობა:

1.1. ასოციაციის წევრები შეიძლება იყვნენ კარდიოლოგები, რომელთაც გააჩნიათ სუბსპეციალობა ინტერვენციული კარდიოლოგია ან ოფიციალურად გადიან ინტერვენციულ კარდიოლოგიაში რეზიდენტურის შესაბამის კურსს.

1.2. ასოციაციის საპატიო წევრები შეიძლება იყვნენ ყველა ის პირები ვისაც წარადგენს ასოციაციის მინიმუმ ორი წევრი (არგუმენტირებული ინიციატივებით) და რომელთა მიღებაზეც არ იქნება წინააღმდეგი ასოციაციის არცერთი მოქმედი წევრი.

1.3. არ დაიშვება ასოციაციის წევრობის გადაცემა სხვა პირთათვის ან მისი მემკვიდრეობით გადაცემა.

1.4. ასოციაცის წევრად მიღება ხდება:

1.4.1. წლიური საწევრო თანხის შეტანის,

1.4.2. გამგეობის მიერ მსურველის წერილობითი *(მათ შორის ელექტრონული წერილის) განცხადების და/ან ასოციაციის  ვებ-გვერდზე georgiapcr.ge რეგისტრაციის გავლის საფუძველზე.

  1. ასოციაციის წევრობის შეწყვეტა ხდება:

    • წევრის გარდაცვალების,
    • ნებაყოფლობითი გასვლის ან გარიცხვის გზით.
    • ნებაყოფლობით გასვლა დაიშვება ნებისმიერ დროს, წევრის განცხადების საფუძველზე.
    • გამავალი წევრი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ასოციაციის წინაშე გასვლამდე აღებული ყველა ვალდებულება.

2.1. ასოციაციის წევრობიდან გარიცხვა ხდება დამფუძნებელთა საერთო კრების მიერ. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა დამსწრე წევრთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობა. ასოციაციის  წევრობიდან გარიცხვის საფუძველს წარმოადგენს:

  • საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა;
  • ასოციაციის წესდების უხეში დარღვევა;
  • ასოციაციის ან მისი ცალკეული წევრების მიმართ არაკორექტული მოქმედებები;
  • დადგენილი წესის შესაბამისად საწევრო შენატანების გადაუხდელობა;
  • ასოციაციაში შესვლისას წარმოდგენილი არასწორი მონაცემები.
ვეთანხმები პირობებს