reg წესები
რეგისტრაციის გავლისას თქვენ ეთანხმებით ქვევით მოყვანილ პირობებს:
1, კონგრესზე დასწრებისთვის აუცილებელია გაიაროთ წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია.
2. კონგრესზე რეგისტრაცია შეზღუდულია და მოიცავს მხოლოდ 350 მსმენელის რეგისტრაციას.
3. უნდა იყოთ კარდიოლოგი ან ინტერვენციული კარდიოლოგი, შესაძლებელია აგრეთვე კონგრესს დაესწროს ამ დარგში რეზიდენტურის პროგრამის მოსარგებლეც ან სტუდენტი, რომელიც დაინტერესებულია ინტერვენციულ კარდიოლოგიით.
4. თუ თქვენ არ გაქვთ ზემოთ მე-3 პუნქტში მოყვანილი არცერთი პირობა, სასურველია რეგისტრაციამდე დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს ტელეფონზე: 599507187 ან მეილზე წერილის გაგზავნის სახით: georgiapcr2018@gmail.com.
5. ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ 7 და 8 ივნისს, ორივე დღეს ადგილზე ჩატარდება რეგისტრირებული მსმენელის აღრიცხვა.
6. სერთიფიკატი გაიცემა ელექტრონული ფორმატით, რეგისტრაციისას თქვენს მიერ მითითებულ მეილზე.
7. კრედიტქულების/პროფესიული რეგისტრაციის შემთხვევაში აუცილებელია ორივე დღეს დასწრება და უკუკავშირის კითხვარის შევსება, რომელიც გამოგეგზავნებათ ელექტრონულად მეილზე ან ბარ-კოდით შეავსებთ ადგილზე.
8. კრედიტქულების, პროფესიული რეგისტრაციის შემთხვევაში პიროვნებამ, ვინც რეგისტრირდება უნდა მიუთითოს მისი პირადი ნომერი და კარდიოლოგის ლიცენზიის აღების თარიღი(წელი).
9. კრედიტქულების მოპოვების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა იყოს კარდიოლოგი, ან
- ინტერვენციული კარდიოლოგი, ან
- რეზიდენტი ინტერვენციულ კარდიოლოგიის სუბ-სპეციალობაში
- უნდა დაესწროს 7 ივნისს სამედციერო ლექციებს და შეავსოს პოსტ-ტესტი, რომელიც გადმოეცემა კონგრესის დასრულების შემდეგ.
10. კონგრესის მიმდინარეობისას წარმოებს ვიდეოგადაღება, რის გამოც შესაზლებელია თქვენ უნებლიეთ მოხვდეთ კადრში, თუ თქვენ გაქვთ საწინააღმდეგო პოზიცია გთხოვთ გვაცნობეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წერილობით: georgiapcr2018@gmail.com