reg წესები
სარეგისტრაციო პირობები და საინფორმაციო წერილი
საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის (GAIC) IV საერთაშორისო კონგრესი
რეგისტრაციის გავლისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოყვანილ წესებსა და პირობებს:
1. ძირითადი სარეგისტრაციო წესები და დასწრება
-
აუცილებელი წინაპირობა: კონგრესზე დასწრებისთვის სავალდებულოა წინასწარი ელექტრონული რეგისტრაციის გავლა. კონგრესზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და მოიცავს მაქსიმუმ 350 მსმენელს.
-
ადგილზე რეგისტრაცია: კონგრესის მიმდინარეობისას, ადგილზე რეგისტრაცია და მონაწილეთა აღრიცხვა იწარმოებს 26 ივნისს, 12:00-დან 13:00 საათამდე, ასევე 27 ივნისს.
-
გამოუცხადებლობა: კონგრესზე გამოუცხადებლობის ან არ დასწრების შემთხვევაში, კრედიტქულები არ გაიცემა, ხოლო გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
-
სამიზნე აუდიტორია: კონგრესზე დასწრება განკუთვნილია კარდიოლოგების, ინტერვენციული კარდიოლოგების, შესაბამისი პროფილის რეზიდენტებისა და დაინტერესებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. თუ არ მიეკუთვნებით აღნიშნულ კატეგორიებს, რეგისტრაციამდე გთხოვთ დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს (ტელ: 599 50 71 87, ელ. ფოსტა: georgiapcr2018@gmail.com).
2. კრედიტქულები (10-12 CME) და სერტიფიკატი კონგრესზე გათვალისწინებულია 2 ტიპის რეგისტრაცია. კრედიტქულების/პროფესიული და არაკრედიქტულებით, კრედიტქულების/პროფესიული სერტიფიკატის მისაღებად მოქმედებს შემდეგი წესები:
-
სწორი მონაცემები: რეგისტრაციისას უმნიშვნელოვანესია ელ. ფოსტის მისამართისა და პირადი ნომრის ზუსტად მითითება. კრედიტქულების მოთხოვნის შემთხვევაში, ყველა ველი უნდა შეივსოს უშეცდომოდ.
-
სავალდებულო დასწრება: პროფესიული რეგისტრაციისას/კრედიტქულების მისაღებად აუცილებელია კონგრესს დაესწროთ ორივე დღეს.
-
შეფასების ფორმა: სერტიფიკატისა და კრედიტქულების მისაღებად სავალდებულოა უკუკავშირის (შეფასების) კითხვარის შევსება, რომელსაც მიიღებთ ელ. ფოსტაზე ან შეავსებთ ადგილზე ბარ-კოდის დასკანერებით.
-
სერტიფიკატები გაიცემა მხოლოდ ელექტრონული ფორმატით, რეგისტრაციისას თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე.
-
ვის ენიჭება კრედიტქულა: CME ქულების მოპოვება შეუძლიათ მხოლოდ: კარდიოლოგებს, კარდიოქირურგებს, ინტერვენციულ კარდიოლოგებს ან შესაბამისი სუბ-სპეციალობის რეზიდენტებს.
3. საორგანიზაციო დეტალები
-
ლანჩი: კვების სივრცე განთავსებული იქნება მესამე სართულზე, ლანჩ-სიმპოზიუმების ოთახებში. მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ლანჩბოქსებით, რომლის არჩევაც შესაძლებელია იქვე ადგილზე რეგისტრაციის პროცესში.
-
ფოტო/ვიდეო გადაღება: კონგრესის მიმდინარეობისას იწარმოებს ფოტო და ვიდეოგადაღება. შესაბამისად, შესაძლოა უნებლიეთ მოხვდეთ კადრში. თუ გადაღებასთან დაკავშირებით გაქვთ საწინააღმდეგო პოზიცია, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ წერილობით ელ. ფოსტაზე: georgiapcr2018@gmail.com.
